ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი ნონსენსია

ელენე ხოშტარია: თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი ნონსენსია

"თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი ნონსენსია, რადგან ამ ქვეყნაში არჩევნები აღარ არსებობს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" მედიაზე ზეწოლას და მოქალაქეებზე რეპრესიების განაგრძობს, "აბსურდია".

ამ (თვითმმართველობის) არჩევნებში მონაწილეობაზე ლაპარაკი ნონსენსია, იმიტომ რომ არ არსებობს, აღარ არსებობს არჩევნები ამ ქვეყანაში. მედიას შეხედავ,  რეპრესიებს, ამიტომ აბსურდია ამაზე ლაპარაკი. აქ არის განსახილველი, როდის ჯობია, როგორ ჯობია, მაგრამ მე ვერ ვხედავ ქართულ პროდასავლურ ოპოზიციაში დღეს ისეთ ჯგუფებს, რომელიც ლეგიტიმაციას გაუკეთებს ამ ხელისუფლებას", - ამბობს ელენე ხოშტარია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.