ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

ელენე ხოშტარია ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს ამბობს.
„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო. ევროსაბჭო არა არის ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!“, — წერს ხოშტარია.
ალენ ბერსესთან შეხვედრაზე უარი თქვა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.