ელენე ხოშტარია – გვყავს უზურპირებული ხელისუფლება და ოლიგარქი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ რუსული მოდელით, ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა, კონსტიტუციის გაუქმებაზეა გადასული

ჩვენ გვყავს უზურპირებული ხელისუფლება და ოლიგარქი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ აბსოლუტურად რუსული მოდელით ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა და ყველანაირი კონსტიტუციის გაუქმებაზე გადასული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მისი თქმით, მათი ვალია, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან, სხვა შემთხვევაში არ იქნება არც კონსტიტუცია, არც სამართალი და არც მშვიდობა.
„ჩვენ გვყავს უზურპირებული ხელისუფლება, ოლიგარგი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ აბსოლუტურად რუსული მოდელით არის ადამიანების წამებაზე, ღირსების შელახვაზე, ღია აგრესიასა და ყველანაირი კონსტიტუციის გაუქმებაზე გადასული. სწორედ იმიტომ, რომ მათ კონსტიტუცია გააუქმეს არჩევნებზე, ევროკავშირში არ წასვლით და დღეს იმ სტრატეგიული სისულელის გამოცხადებით, ჩვენი ვალია, რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ. სხვა შემთხვევაში არ იქნება არც კონსტიტუცია, არც სამართალი და არც მშვიდობა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა დღეს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეების დაკავებებს, ხოშტარიამ განაცხადა:
„მე ველოდები ჩვენი კონსტიტუციური უფლების დაცვას და ეს კრიმინალები როგორ მოიქცევიან, არ ვიცი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი