ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის

ელენე ხოშტარია არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის
როდესაც 150 ლარს აღემატება ზიანი, ამ შემთხვევაში ზიანი იყო 150 ლარზე მეტი, პროკურატურა ვალდებულია, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს ხუთ წლამდე პატიმრობას, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება 6 თვე შეეფარდოს და შეიძლება საერთოდ არ შეეფარდოს პატიმრობა.
„ეს ადამიანი არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, მათ შორის, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭირს საკუთარი შეფასებების გაკეთება“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა