არქივი4 მაისი, 2026, 17:23
ელენე ხოშტარია: ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, ოცნებისთვის 0 შედეგი ექნება

ელენე ხოშტარია:
მთელი გულით და მთელი გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა. სწორი, პატრიოტული, გააზრებული მუშაობა ყოველთვის ფასდება და ფაშინიანი ამის მაგალითია.
ჩვენთვის, ამ მოცემულობაში, როდესაც რუსები გვმართავენ, სომხეთში მიმდინარე სამიტი არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება. ევროპა რეგიონშია, თან ისე მძლავრად, როგორც არასდროს. როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს. მთავარია, ეს არის რუსეთის კრახი და ევროპის ძალა, ეს არის მშვიდობის და თავისუფლების შანსი. მთავარია, მარტო არ ვართ.
ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, ოცნებისთვის 0 შედეგი ექნება. ჯერ ერთი სომხეთია და სხვაგვარად არც იქნებოდა. მეორე - ოცნების საერთაშორისო იზოლაცია შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ოროსნის ადგილი უკავია. და მესამე - თავად იდარდონ „ამ საშინელ“ ქვეყნებს რომ „ეტენება“ მათი პრემიერადწოდებული.
ცუდი დღე გაუთენდა რუსეთს:)
რუსთავის ქალთა ციხე
04/05/2026
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.