ელენე ხოშტარია: აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი

„რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს, რომ რუსების მონაა!” – განაცხადა ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ, რაც მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე “რუსული ოცნება” დააწერა.
ელენე ხოშტარიას თქმით მისი მოტივაცია მეგი დიასამიძის მხარდაჭერა იყო. “ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა” – თქვა მან და დასძინა, “რა რეაგირება ექნებათ არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ არ დაგიჭერენ. არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტენ, რამდენჯერად მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძეს რომ რუსების მონაა.”
8 სექტემბერს, იგივე წარწერა გააკეთა 23 წლის აქტივისტმა მეგი დიასამიძემ, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ ზიანი 380 ლარად შეაფასა. 12 სექტემბერს კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით მეგი დიასამაძისის დაკავების დროს დაირღვა მისი უფლებები: „არ მიეცა ადვოკატის მომსახურების უფლება. მობილური ტელეფონი წაგლიჯეს დაკავებამდე. რეგულარული თხოვნის მიუხედავად, არ მიეცა ოჯახთან ან ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. ვეძებდით მას, შსს არ გვაძლევდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას… ის 9 საათი ჩამოჰყავდათ ლანჩხუთიდან თბილისში. მოძრავ ავტომობილში ეკეთა ბორკილები.”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)