ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ – ამის შესახებ “პირველებთან” კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრმა და ექიმმა, ანი ქავთარაძემ განაცხადა.
ქავთარაძის თქმით, შედგება ერთგვარი ექიმების კონსილიუმი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რა კვლევები უნდა გაუკეთდეს ელენე ხოშტრიას მანამ, სანამ დიაგნოზისთვის შესაფერისი მკურნალობა დაიწყება.
ქალბატონი მაკა იოსელიანის ხელმძღვანელობით ჩვენ შევეცდებით, რომ შევკრიბოთ ის სპეციალისტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩართული იყვნენ ელენეს მკურნალობის პროცესში. მათ შორის შესაძლებელი იყოს დისტანციური ჩართვა საზღვარგარეთიდან ქართველ და უცხოელ ექიმების. ერთგვარ კონსილიუმს შევკრებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომი კვლევების დაწყების შესახებ მანამ, სანამ დაიწყება ამ დიაგნოზისთვის შესაფერისი მკურნალობა”, – ამბობს ანი ქავთარაძე.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაიყვანენ კლინიკა “ვივა მედში” დაპატიმრებულ ქალ პოლიტიკოსს.




