ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარიას გირაოს გადახდას არ აპირებს

ელენე ხოშტარიას გირაოს გადახდას არ აპირებს

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულებიდან წერს, რომ დაწესების შემთხვევაში, გირაოს გადახდას არ აპირებს.
იგი ასევე მოუწოდებს სხვებსაც, არ გადაიხადონ აღნიშნული თანხა, რადგანაც ეს მისი თქმით, ფარსში მონაწილეობის მიღება იქნება.
"დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვენლობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.
გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით.
გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!
PS: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას", - წერს ხოშტარია.
ცნობილია, რომ დღეს სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ელენე ხოშტარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაოს დაწესება მოითხოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.