,,ელენე ხოშტარიამ შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა“ – ნინო წილოსანი

ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი კოლეგებისთვის, თავისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოეთხოვა, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, – ამბობს ნინო წილოსანი:
„არანაირი ცვლილება არ მომხდარა – ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ. აჰყვნენ ისინი, ვინც აქამდეც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ საკუთარი ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ფაქტია, რომ გახარია და „ლელო“ ისევ აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შიში და რისკი აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული შედეგებით არ გამოვიდნენ ამ არჩევნებიდან“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო