პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ცაცუა: ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!

ელენე ცაცუა: ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!
მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და, ელენე ცაცუა:
ახლა გადავამოწმე. 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაია, ვახო სანაიას ძმა მოკლეს.
მაშინ სტუდენტები ვიყავით მეც და ჩემი ძმაც. შარშან, ოქტომბერში ჩემმა ძმამ ვახო სანაია გაასამართლა გზის გადაკეტვის გამო და მან საკანში გაატარა 6 დღე.
მეც ის 6 დღე საწოლში ჩავვარდი (არ მინდა არავის თანაგრძნობა მერე რომ არ თქვათ მსხვერპლად მოგაქვს თავიო).
ხშირად ვფიქრობ ამ პროცესზე. პრინციპში ხშირად კი არა, ფიქრი არ წყდება..სად წავიდა ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა?! სად წავიდა საერთო ღირებულებები რაც ყველას გვაერთიანებდა აქამდე? ადამიანობა? გაქრა? აბა, მაშ ვინ დავრჩით?
ვახო თავისი ძმის გარდაცვალების დღეს ციხეში გაატარებს და ალბათ რამდენ რამეზე მოუწევს ფიქრი, ზუსტად ისე, როგორც მე ვფიქრობ ჩემს ძმაზე!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.