ელგუჯა ბაგრატიონი – კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი – ეს იყო მამა-შვილი რიჟვაძეების პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლებიც ამ ადამიანებმა ამხილეს

კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების, ასევე ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლების – მამა-შვილი რიჟვაძეების მიერ, რომლებიც ამ ადამიანებმა ამხილეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ბერკეტები დღეს „კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებს მამა-შვილ რიჟვაძეებს აქვთ“.
„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა სპორტსმენი, პატრიოტი ადამიანების, ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების, ასევე ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, კარგად იცის საზოგადოებამ. ხელისუფლების ბერკეტები დღეს კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებს, მამა-შვილ რიჟვაძეებს აქვთ. ერთი მთავრობის თავმჯდომარეა და მეორე პოლიციის მაღალჩინოსანი. ეცდებოდნენ ამ ადამიანების მოსყიდვას და თანაც ბიუჯეტის ფულით. ამ ადამიანებმაისინი ამხილეს. ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა. კლანურმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი და დატოვა პატიმრობაში, როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს და არ ეგუება იმ რეალობას”, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ