ეკონომიკის სამინისტრო – კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე, არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს – პროექტის წინააღმდეგ პოლიტიზირებული კამპანია მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ პოლიტიზირებული კამპანია მიმდინარეობს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ინვესტორის შერჩევის კონკურსში მონაწილე პრეტენდენტის შესახებ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ინფორმაციაში მითითებული კომპანია CCCG არ მონაწილეობს რაიმე სახით ზემოთაღნიშნულ კონკურსში და ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს.
განვმარტავთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური). აღნიშნულ კონსორციუმსა და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიებზე ეკონომიკის სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიზირებული კამპანია, მათ შორის, კონკრეტული მედიასაშუალებების ჩართულობით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ