ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი ხდება

ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი ხდება.
შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, მიზანშეწონილია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი გახდეს, რითაც “მეტად ეფექტიანად იქნება უზრუნველყოფილი სასარგებლო წიაღისეულის მართვა, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შერბილება“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.