ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკონომიკის მინისტრი - არსებობენ ქვეყნები, სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია

ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ცხოვრების პირობების მიხედვით საუკეთესო მდგომარეობაა - არსებობენ ქვეყნები სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მიგრაციისა, განცხადებები, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება პოპულიზმია.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ცხოვრების პირობების მიხედვით საუკეთესო მდგომარეობაა. საქართველო ყველაზე წარმატებული, ყველაზე მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყნები, სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ.
პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება, ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ ისიც გვესმის, რომ მოსახლეობის ნაწილი უკეთესი საცხოვრებელი პირობების მისაღებად ნამდვილად ტოვებს ქვეყანას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.