ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე] მთავარი კითხვა იქნება, როდის გაიწვევენ კანონს - შალვა ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ დღეს, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე მისი მთავარი კითხვა იქნება - როდის გაიწვევენ [რუსულ] კანონს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არსებული ვითარების ფონზე, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარე სასტუმროებს პრობლემები აქვთ.
„კრიზისი დაგვეწყო რუსთაველზე და მის გარშემო ტერიტორიაზე“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს ხვდება. სავარაუდოდ, საუბარი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ჯავშნების გაუქმების შესახებ დარგის წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში მედიასთან გამოთქმულ წუხილებზე იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.