„ეკონომიკისა და ბიზნესისთვის კანდიდატის სტატუსი გამოიწვევს უცხოური ინვესტიციების გაფართოებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაძლიერებას“ – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

„ეკონომიკისა და ბიზნესისთვის კანდიდატის სტატუსი გამოიწვევს უცხოური ინვესტიციების გაფართოებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაძლიერებას“ – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი
ს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსი ეკონომიკასა და ბიზნესისთვის უცხოური ინვესტიციების გაფართოებას და ქვეყანაში რეფორმების გაძლიერებას გამოიწვევს, მისივე თქმით კანდიდატის სტატუსი გულისხმობს იმასაც, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროკავშირს.
„საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემდგომი გაწევრიანების პერსპექტივით გამოიწვევს უცხოური ინვესტიციების გაფართოებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაძლიერებას და ამ რეფორმების მიმართ ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი გულისხმობს, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროკავშირს პილიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად და კულტურულად, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ცხოვრების საერთო დონის ამაღლების წინაპირობაა.“ – აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ