ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეკონომიკაში „ბიოქიმფარმის“კონტრიბუციამ ღვინის ექსპორტის მესამედი ან ნახევარი უნდა შეადგინოს“ - რატი ღოლიჯაშვილი

ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ კონტრიბუციამ საქართველოს ეკონომიკაში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შეადგინოს იმის მესამედი ან ნახევარი, რასაც ღვინის ექსპორტი განახორციელებს. ამის შესახებ ფაგების მწარმოებელი კომპანიის „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე „ბიოქიმფარმის“ პროდუქცია 8 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 3-5 წელიწადში ეს რაოდენობა 80-მდე უნდა გაიზარდოს.

როგორც მან განაცხადა, საწარმოს ყოველწლიურად შეუძლია აწარმოოს უნიკალური ქართული ფაგების 30 მილიონი ფლაკონი პრეპარატი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.