„ეკლესია არასდროს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს“ – მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა განაცხადა:
„ეკლესია არასდროს არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, არამედ ეკლესია ყოველთვის უნდა იყოს ხალხის მხარეს.
ძალაუფლებაში მყოფი ადამიანების მხარეს ყოფნა არ არის ეკლესიის მოწოდება, არამედ ეკლესიის მოწოდება არის ის, რომ დაიცვას ყოველთვის ის, ვისაც ძალაუფლება არა აქვს.
და მე ყოველთვის შევეცდები, რომ ვიყო ყოველთვის, კარგი გაგებით, ხელისუფლების ოპოზიცია და ყოველთვის ვთქვა სათქმელი, როდესაც ისინი თავის ძალაუფლებასა და ძალას გადააჭარბებენ და დავინახავ, რომ ისინი ხალხის მხარეს არ დგანან.
ბევრი მინახავს, რომ კარგად მყოფობაში როცა არის, ფული რომ აქვს, სიმდიდრე რომ აქვს, ხალხი ეხვევა გარს, მაგრამ როგორც კი დაკარგავს სიმდიდრესა და ფულს, მინახავს, რომ მეგობრები აღარ მცნობენო, როცა გაჭირვება აქვს. “

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)