ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეკლესიაში სანთლის დასანთებად იყვნენ წასული" - აძვში ერთ-ერთი გატაცებულის დედა

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვის მიმდებარედ გატაცებული მოქალაქეები, ოჯახის წევრის ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიაში იყვნენ წასული.
"იქ იყო, წმინდა გიორგი არის, სანთლები ავანთო, დედაო, ეგ თქვა და წავიდა. იქიდან წაუყვანიათ. მერე ველოდებოდი საღამოს. რომ არ მოვიდა, ვკითხულობდი სად იყო. მერე მითხრეს. დავიშინე ხელები თავში. ეს როგორ შეიძლება, ჩვენ ხალხი არ ვართ?" - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის დედა მთავარ არხთან.
საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. ამის შესახებ განცხადება სუს-მა დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაავრცელა.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ამოქმედდა "ყველა არსებული მექანიზმი".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.