ეკლესიასა და პატრიარქზე ბექა მინდიაშვილის გამონათქვამები თეოლოგის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაა – რელიგიათა საბჭოში შემავალი 18 ორგანიზაცია, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს მხარდაჭერას უცხადებს

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელიც 18 რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პატრიარქზე მინდიაშვილის გამონათქვამები, თეოლოგის მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაა.
მხარდაჭერა ბექა მინდიაშვილმა 18 რელიგიური ორგანიზაციისგან მას შემდეგ მიიღო, რაც პატრიარქს და სამღვდელოებას უმეცრები და ჯაშუშები, საპატრიარქოს კი – ჯაშუშების ბუნაგი უწოდა, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოყვა.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რომელიც რელიგიათა საბჭოს წევრი და განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია, “კურიერთან” ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილს მხარდაჭერა მხოლოდ მისი თეოლოგიური საქმიანობის გამო გამოუცხადა. სოლიდარობის მიუხედავად, რუსუდან გოცირიძე აქვე იმასაც აკონკრეტებს, რომ სამღვდელოებასთან დაკავშირებით მინდიაშვილის პოზიცია თეოლოგიურ სტანდარტში არ ჯდება.
საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი თვლის, რომ სამოქალაქო პირებს ტერმინების გამოყენების მეტი თავისუფლება აქვთ და ბექა მინდიაშვილის მხარდაჭერას მხოლოდ ამ ფაქტორით ხსნის.
რელიგიათა საბჭოში გაწევრიანებული ორგანიზაციებიდან უმრავლესობამ დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუ რამდენად ჯდება რელიგიური ტოლერანტობის პრინციპებში მინდიაშვილის მწვავე გამონათქვამები და რა რეაქცია ექნებოდათ, მათი კონფესიების ანალოგიურად მოხსენიების შემთხვევაში.
“კურიერის” სატელეფონო ზარებს არც ბექა მინდიაშვილმა უპასუხა. ომბუდსმენის აპარატში კი კიდევ ერთხელ თქვეს, რომ რელიგიათა საბჭოში შემავალი ორგანიზაციები სახალხო დამცველის სტრუქტურულ ერთეულებს არ წარმოადგენენ და გადაწყვეტილებებს თავად იღებენ.
ჯაშუშებად მოხსენიების გარდა, ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დესტალინიზაცია საპატრიარქოდან უნდა დაიწყოს. სტალინისტებად მოიხსენიებს სასულიერო პირებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ც, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!