ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს

3
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირების, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა.
„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში, ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”