ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა ხერხეულიძე: ამ საქმისთვის ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და დღეს ის უნდა მიკვირდეს, რომ შენობის კარი დაუხურეს?!

ეკა ხერხეულიძე: ამ საქმისთვის ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და დღეს ის უნდა მიკვირდეს, რომ შენობის კარი დაუხურეს?!
"პაატა ბურჭულაძისთვის იმიტომ კი არ წაურთმევიათ სცენა, რომ მისი "ბანი" დააყენეს ეჭვქვეშ, სიმართლის ბანით თქმის შეეშინდათ, რომელსაც სცენიდან აუცილებლად წარმოსთქვამდა იუბილარი-თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!
ეს შიში დროში გამოწრთობილია. ბევრჯერ ეტკინათ მისი მხრიდან მართალი სიტყვით მიყენებული ჭრილობები და ამიტომ გაუნადგურეს ყველაზე კეთილშობილური პროექტი "იავნანა", რაც ნამდვილ ზეიმად იქცა და უნიკალური შესაძლებლობა გახლდათ ერთის მხრივ, ქართველი ხალხი ზიარებოდა მაღალ ხელოვნებას და მეორეს მხრივ, ქველმოქმედებით მიღებული შემოწირულობებით უსახლკაროებს საკუთარი ჭერი ღირსებოდათ.
ამ საქმისთვის ადამიანს სიცოცხლე გაუმწარეს და დღეს ის უნდა მიკვირდეს, რომ შენობის კარი დაუხურეს?!
ამის ჩამდენები სანდრო ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, ევგენი მიქელაძის გამანადგურებელი ბოლშევიკების მემკვიდრეები არიან, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ.
მთავარი ისაა, რომ მათი მხრიდან ჩადენილი სიმდაბლე სახალხო ზეიმად შეგვიძლია ვაქციოთ და ხალხის გულებით გამთბარ დედაქალაქის მთავარ მოედანზე ვუმასპინძლოთ დიდ ხელოვანს.
როგორც ტოლსტოი იტყოდა-ხელოვნება არის ადამიანური საქმიანობა, რომლის მიზანია, სხვებს გადასცეს უმაღლესი და საუკეთესო გრძნობები.
ჰოდა, გელით რუსთაველზე
Paata Burchuladze იდღეგრძელეთ, ძვირფასო❤️" - წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში. 
News.ge უერთდება მილოცვას. მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს იუბილეს ულოცავს, საუკეთესო სურვილებით!
ცნობისათვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მსოფლიო ბანს, საიუბილეო კონცერტის ჩატარებისათვის დარბაზი არ გამოუყო.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.