ეკა წერეთელი: ყაველაშვილი ჯერ დაელოდოს ტრამპისგან ზარს და მერე დაელოდოს როდის მოინანიებენ სინდისის პატიმრები

“მინდა გამოვეხმაურო ყაველაშვილის განცხადებას, რომ მოინანიოსო სინდისის პატიმრებმაო. ყაველაშვილი ჯერ დაელოდოს ტრამპისგან ზარს და მერე დაელოდოს როდის მოინანიებენ სინდისის პატიმრები. მათ არაფერი არ დაუშავებიათ. მათი დანაშაული სამშობლოს სიყვარულია” – ამბობს პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი ფორმულასთან.
“ის ადამიანები, რომლებიც არიან ციხეში, იმათმა უნდა გაითავისონ, აღიარონ თავისი შეცდომები და ამის მიხედვით ვნახოთ, დააკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება” – თქვა ყაველაშვილმა 14 დეკემბერს პროევროპული აქციების ფარგლებში დაკავებულების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება