ეკა შარაშიძე: ფასების კონტროლის გზით წასვლა გამოიწვევს დეფიციტს ცარიელ თაროებს და კიდევ უფრო გაძლიერებულ კორუფციას

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
გაოცებულია ფასების ზრდით, რომელიც წლებია ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ის გაოცდა დღეს.
ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ყველას ეხება. ყველა გაბრაზებულია.
ახლა ეს ბრაზი სადმე უნდა წავიდეს.
და მთავარია, არ წავიდეს ხელისუფლებისკენ, რადგან თუ ადამიანები ცოტა დაფიქრდებიან, მიხვდებიან, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ის, ვის ხელშიც ძალაუფლებაა.
თან ეს საუკეთესო დროა, რადგან ამ თემით პლავნად გადავფარავთ ბავშვების ძარცვის და ლილუაშვილის დაჭერის თემასაც. BBC ის რეპორტაჟი ხალხის მასობრივ მოწამვლაზე თითქმის გადავაგორეთ, გაიფიქრა კობახიძემ.
ფასები არ იზრდება თავისით.
ფასებს ზრდის ცუდი მმართველობა.
ფასების ზრდა კობახიძეს არც არასდროს აწუხებდა და არც ახლა აწუხებს.
ფასების ზრდა ცუდია და ეს მოიტანა კონკრეტულად
ცუდმა პოლიტიკამ
ეროვნული ბანკის არაეფექტურმა მუშაობამ
ფინანსთა სამინისტროს უხარისხო მუშაობამ
და ბოლოს ნეპოტიზმმა.
შეუძლებელია, ელოდო სისტემისგან შედეგს, რომელიც არაკომპეტენტურობაზეა აგებული.
ფასების კონტროლის გზით წასვლა გამოიწვევს
დეფიციტს
ცარიელ თაროებს
და კიდევ უფრო გაძლიერებულ კორუფციას.
ამის მაგალითები უკვე არის.
რეალური გამოსავალი ეფექტური მუშაობაა, მაგრამ არ შეუძლიათ და რა ქნან.
მე არ ვიცი, როგორ ახერხებენ ადამიანები, ჰქონდეთ ნოსტალგია მაღაზიის ამ დახლზე, მაგრამ ახერხებენ.
კარგად დააკვირდით ამ ფოტოს.
გზა, რომელიც კობახიძემ აირჩია, მხოლოდ აქ მიდის.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს