ეკა ქარდავა: გავაზიარე ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმი სავარძელი. აქ არის მოქალაქისგან პოლიციელისთვის სახეში ხელის გარტყმის სცენა

ასოციაცია “ევროპის დროით” თავმჯდომარე, ეკა ქარდავა:
გუშინ გავაზიარე #ელდარ_შენგელაიას ბოლო ფილმი #სავარძელი. ის #ქართუ_ფონდის დაფინანსებით გადაიღეს. ნიკა გვარამიამ კი მას “სრული კრახი” უწოდა 2017 წელს.
როგორც კი გავაზიარე, უცებ ვიღაცეებმა #ინტერნეტიდან_გააქრეს ეს ფილმი და ახლა არ იძებნება.
ეს არ არის #ფილმი ეფექტებით, ძალიან მარტივია, მაგრამ:
– აქ არის მოქალაქისგან #პოლიციელისთვის_სახეში_ხელის_გარტყმის სცენა;
– აქ არის #ძალაუფლებისა და #სკამის ამბავი;
– აქ არის #ერთგულებისა და #ღალატის ამბავი;
– აქ არის #ფულზე_სულის_გაყიდვის ამბავი;
– აქ არის #უცხოელთა და ქართველთა ამბავი;
– აქ არის #არჩევნებით ახალი პარტიის გამარჯვების ამბავი, რომლის პოლიტიკოსები ისევ წინა მმართველი პარტიიდან არიან;
გთხოვთ, უყურეთ!!! გუშინ იდო ინტერნეტში, გავაზიარე, გააქრეს. გთხოვთ, სადმე მოძებნეთ და მაინც უყურეთ. თუ იპოვეთ, ლინკი გამიზიარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო