ეკა სეფაშვილმა ვილნიუსში ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ევროპის სოციალური ქარტიის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია ლიეტუვას რეპუბლიკის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა, სადაც იმსჯელეს სოციალურ სამართლიანობასა და სოციალურ უფლებებზე თანამედროვე გამოწვევების პრიზმიდან, ახალგაზრდების უფლებებზე, კლიმატის ცვლილებაზე, გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე, სოციალური ქარტიის მნიშვნელობაზე, მის განხორციელებასა და ეფექრიანობაზე, ასევე, ქარტიის სისტემის ღირებულებაზე, როგორც საშუალებაზე უპასუხოს/დაუპირისპირდეს სოციალური უფლებების ჩამოშლას და გააძლიეროს დემოკრატია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ისეთი მაღალი თანამდებობის პირებმა, როგორებიცაა: ლიეტუვას სოციალური და შრომის საკითხების მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, ევროპული კომისიის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ლიეტუვა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რითაც მან რეიკიავიკის სამიტის შედეგად წარმოშობილი მისია შეასრულა.
Previous: აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს. დროა 33-წლიანი პარტნიორული ურთიერთობა კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც