ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა სეფაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგენს მოხსენებას „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”

ეკა სეფაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარადგენს მოხსენებას „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი მონაწილეობას მიიღებს მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმში: „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?”, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 23-24 იანვარს ინსუბრიის უნივერსიტეტში, იტალიაში. ამის შესახებ იუწყება უნივერსიტეტის პოსტი მედია-პლატფორმა X-ზე.
სიმპოზიუმზე ეკა სეფაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისათვის”. მოგვიანებით მისი მოხსენება გამოქვეყნდება ონლაინ კონფერენციის შრომებში და ბიზნეს სისტემების სერიული წიგნის სპეციალურ გამოცემაში.
შეგახსენებთ, რომ ეკა სეფაშვილი 2018 წლიდან არის B.S.LAB (Business System Laboratory) – ის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იტალიაში ბაზირებული ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ბიზნესისა და სოციალურ სფეროებში კვლევებისა და სწავლების ხელშეწყობას ემსახურება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.