ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა სეფაშვილი - პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს მოსყიდული და გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასრულებენ - ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არაფერს ნიშნავს

ეკა სეფაშვილი - პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს მოსყიდული და გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასრულებენ - ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არაფერს ნიშნავს

ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მოსყიდული და გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასრულებენ - ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განუცხადა.
სეფაშვილის აზრით, გარე აქტორების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას, რაც ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის გადაგდების მიზანს ემსახურება.
„ცდილობენ, საზოგადოება რამენაირად დააშანტაჟონ და დააშინონ, რაც ქართულ საზოგადოებაზე არ მოქმედებს. საზოგადოებამ იცის, რომ არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
ევროპარლამენტის არა ერთი მწვავე რეზოლუცია გვახსოვს, რომელიც დეზინფორმაციას ემყარებოდა და მათი რეპუტაციისთვის დიდი სამარცხვინო ლაქა იყო. თუ მსგავს რეზოლუციებს მოეწერა ხელი, მათ ისტორიაში ასევე სამარცხვინო ლაქა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლის თვალსაზრისით მსოფლიოში 32-ე ადგილი უკავია.
ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მოსყიდული და გლობალური ომის პარტიის დაკვეთას ასრულებენ. ესენი არიან იმ გარე აქტორების დაკვეთის შემსრულებლები, რომელთათვისაც საქართველოს ინტერესები მნიშვნელოვანი არ არის და გარდაუვლად საქართველოს ომში ჩართვა სურთ. ეს გამოქვეყნებული რეზოლუცია არაფერს ნიშნავს - პირიქით, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების კიდევ მეტ მობილიზაციას იმისთვის, რომ მათ მშვიდობას და განვითარებას დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.