ეკა სეფაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტისადმი გაკეთებულ მოწოდებაზე: ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა

ეკა სეფაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტისადმი გაკეთებულ მოწოდებაზე: ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა
„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ეს უკანასკნელი მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს, უკან წაიღოს სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება, რადგან ის არის პირდაპირი მუქარა.
ეკა სეფაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება მხოლოდ მოწოდება იყო იმისკენ, რომ ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ არ დაარღვიოს ქვეყნის კონსტიტუცია და ამით არ დააზიანოს სახელმწიფოს რეპუტაცია.
„პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ალბათ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი მოუხმობს გონიერებას და დაემორჩილება კანონს, არის მხოლოდ და მხოლოდ მოწოდება, რომ ბოლო დღეებში მაინც სცეს პრეზიდენტმა პატივი კონსტიტუციას. ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა, რაც ასევე აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიტომ, რომ რაც უნდა ვისაუბროთ მის აგენტობაზე, მის მიერ უცხოური დავალებების შესრულებაზე, დე-იურე იგი რჩება საქართველოს პრეზიდენტად,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას