ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
„ხალხის ძალის" წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განაცხადებით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველთან და ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე განიხილეს ბანკის საქმიანობა და რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციის განხორციელების მიზნით მიმდინარე პროექტები.
როგორც სეფაშვილი განმარტავს, განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტებიც.
„შეხვედრა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველთან ბატონ კარლო მონტიჩელთან და ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან სტეფანია ბაცონისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ბანკის საქმიანობა და რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციის განხორციელების მიზნით მიმდინარე პროექტები, მათ შორის უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტები“,-აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.