ეკა გიგაური ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე - მათ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა
რაზეც მათ ისაუბრეს, იყო ის, რომ აქ არიან, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს.
„საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.