ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა გიგაური - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს - დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ

ეკა გიგაური - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს - დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს - დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს.
როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სოლიდარობის ეშინია.
„ეს არის ქართველი ხალხის დევნის აქტი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ეშინოდა ქართველი ხალხის სოლიდარობის „ქართულ ოცნებას“. ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან, ეშინოდათ იმ ადამიანების, რომლებიც იცავენ დაკავებულების უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს. გავაგრძელებთ საქმიანობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც სოლიდარობას ეძებენ, ნახონ. დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლას მოვიგებთ“,- აღნიშნა გიგაურმა.
ცნობისთვის, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.