ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა გიგაური - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პინასწარ პატიმრობაში არიან

ეკა გიგაური - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პინასწარ პატიმრობაში არიან

მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პინასწარ პატიმრობაში არიან, საუბარია ჭიჭინაძესა და ცეცხლაძეზე. შეეცდებიან ისინი მოინახულონ , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიგაურმა განმარტა, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი არის შეაფასონ ის მიმდინარე პროცესები, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.
„მათი როლია დააგროვონ ინფორმაცია, კონკრეტული ანგარიში დაწერონ. ეს შეეხება არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, არამედ იმ კანონებს, რომელიც ბოლოს პერიოდში მიიღეს. ჩვენ ვსაუბრობდით მიმდინარე მოვლენებზე, დაკავებებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე, წამებაზე, რომელსაც ადგილი აქვს დაკავებულებთან მიმართებაში. ასევე მედიაგარემოზე ვისაუბრეთ, მზია ამაღლობელზეც, დაუსაბუთებლად იქნა დატოვებული წინასწარ პატიმრობაში. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შეგხვდებიან კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან, საუბარია ჭიჭინაძესა და ცეცხლაძეზე. შეეცდებიან ისინი მოინახულონ“, - აღნიშნა გიგაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.