ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა გიგაური - გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე - მთავარი უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე ისაუბრეს, იმ პროცესებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
როგორც გიგაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო აქციის დარბევაზეც და ჩვენი ჩვენი შეფასება გავაკეთეთ. ასევე, საუბარი შეეხო იმასაც, თუ რას ვფიქრობთ მთავრობის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებაც გავაცანით, რომ მთავრობას აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით წაიყვანონ და ევროპას უარი უთხრან. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, როგორ გავლენას მოახდენს კონკრეტულად, ეს „რუსული კანონი“ სხვადასხვა კრიტიკულ ჯგუფებზე. მთავარი უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას. ეს არის ყველაზე მთავარი. ევროპა ხედავს რა ბრძოლაში არის ქართველი ხალხი და რა თქმა უნდა, ამას მიესალმება“, - განაცხადა გიგაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.