ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა ბესელია ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს – “დაჟინებით ითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი“

ეკა ბესელია ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს – “დაჟინებით ითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი“

ეკა ბესელია ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. როგორც ბესელია ამბობს, პენიტენციურმა ძლიან არარეალური მიზეზით, ჯვრის ტარების გამო, დაპატიმრებულ პოლიტიკოსთან შესხვლაზე უარი უთხრა.
როგორც ის ამბობს, მას არასდროს ჰქონია მსგავსი პრობლემა, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბესელია ხაბეიშვილის საქმეზეც საუბრობს და ამბობს, რომ არ ახსენდება პრაქტიკაში, პოლიტიკოსი საჯარო განცხადების გამო, საპყრობილეში გამოეკეტათ.
დღეს, როდესაც რამდენიმე პატიმარი უნდა მომნახულებინა, მათივე თხოვნით, ვერ შევედი მხოლოდ იმიტომ, რომ დაჟინებით ითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი, ყოველთვის შევდიოდი კვრით, ამას ზოგჯერ ოქმით ადგენენ, ყოფილა შემთხვევა, ოპქმიც არ შედგენილა, თუმცა ოქმის შედგენა ნორმალურია. დაწესებულების დირექტორს ვერ ვუკავშირდები, ვერავინ ელაპარაკებ, ურეკავს. მე მგონია, არ უნდათ, რომ დღეს შევიდე და პატიმრები მოვინახულო. მე არ ვაპირებ დავემორჩილო წესებს, რომელიც არის შეურაცხმყოფელიც და კანონსაწინააღმდეგოც, ამიტომ, პირველ რიგში ბატონ სალიას მივმართავ; კეთილი ინებოს და მის დაქვემდებარებაში მყოფ პენიტენციურ სისტემას აუხსნას კანონსი განმარტება, ეს არის ხელის შეშლა საადვოკატო საქმიანობაში. პროკურორები და გამომძიებლები რომ შემოვლენ, იგივე მოთხოვნას ალბათ არ წაუყენებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვაპირებ ამაზე რეაგირება მოვახდინო, – განაცხადა ბესელიამ.(ტვპირველი)

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.