ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკა ბესელია: ისტორია ინახავს ასეთ საქმეებს და ყველას როლს იმახსოვრებს!

ეკა ბესელია:  ისტორია ინახავს ასეთ საქმეებს და ყველას როლს იმახსოვრებს!
ეკა ბესელია:
დღეს 11 სინდისის პატიმრის სხდომა გამორჩეული იყო თავისი ემოციით და ერთგვარი შეჯამებით - დასრულდა ბრალდების მტკიცებულებები და დაიწყო დაცვის მტკიცებულებების წარდგენა .
ისევ დადგა პატიმრობის გაუქმების საკითხი და ისევ დაუდგა გამოცდა სასამართლოს :
ამაოდ …
დღეს ემოციური და გულწრფელი იყო ადვოკატ ნათია კორკოტაძის მიმართვა მოსამართლის სახელზე .
შეძლო რომ მოსამართლეს ეს ემოცია ეგრძნო მაინც, მაგრამ …
მაგრამ … მაგრამ …
ბევრი მეკითხება ანდრო ჭიჭინაძეს საიდან ვიცნობ.
როგორც ახალგზრდა ნიჭიერ მსახიობს ვიცნობდი და როდესაც დააკავეს, დამირეკა მისმა ოჯახის წევრმა და დახმარება მთხოვა .
მე კი გამოცდილ ადვოკატს ნათია კორკოტაძეს და ახალგაზრდა ადვოკატს თორნიკე მიგინეიშვილს ვთხოვე თუ ქონდათ სურვილი დახმარების .
ორივე მაშინვე დამთანხმდა და აგერ მე 8 თვეა ვეხმარებით ანდროს და სხვა პოლიტიკურ პატიმრებს სამართლებრივ გზაზე ვიაროთ და სასამართლოც დავაბრუნოთ ამ გზაზე …
მადლობა ნათიას და თორნიკეს 💚
სხვა ადვოკატებსაც ვინც უანგაროდ ჩართულია ამ საერთო საქმეებში !
ისტორია ინახავს ასეთ საქმეებს და ყველას როლს იმახსოვრებს !
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.