– დღეს ბევრი ღია მუქარა იყო, პირდაპირი მინიშნებები, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავებს, სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს – გახარიას კი მეტი შეეძლო ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა, უფრო მწვავედ

დღევანდელი სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს გახარიას მიმართ. არ მალავდნენ ცინიკური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მის მიმართ აგრესიას, – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე ღიად ჩანდა, რომ კომისიას ობიექტური კვლევის სურვილი არ აქვს.
„ამ კომისიის ფარგლებში პარტიებს შორის იყო ზეპირი შეთანხმება, რომ თანამშრომლობას არ აპირებდნენ, ამიტომ ყველა თავად იღებს პასუხისმგებლობას თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებას იღებს. მე შევეცადე ამეხსნა გიორგი გახარიას გადაწყვეტილება იმ არგუმენტით, რომ მიუსვლელობა ნიშნავს სამართლებრივი პროცედურების დაწყება, ბრალის წარდგენას. ეს პროცესი გრძელდება, მხოლოდ ის არ არის, რომ გირაო შეუფარდეს და ამით დამთავრდა.
დღეს ბევრი ღია მუქარა იყო. პირდაპირი მინიშნებები იყო, რომ გახარიას მიმართ გამოძიება იმუშავეს. დღევანდელი სხდომა ჰგავდა პოლიტიკური შურისძიების აქტს გახარიას მიმართ. არ მალავდნენ ცინიკური, არაეთიკური , შეურაცხმყოფელი ფრაზებით მის მიმართ აგრესიას. ღიად ჩანდა, რომ კომისიას არანაირი ობიექტური კვლევის სურვილი მას არ აქვს“,- განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, ბესელიამ უშუალოდ გიორგი გახარიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე და იქ გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ დამაკლდა და გახარიასგან მეტის მოლოდინი ჰქონდა.
„მგონია, რომ დღეს გახარიას მეტი შეეძლო, მეტი ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა. ბევრი რამ აქვს გახარიას სათქმელი. ყველაფერზე, რაზეც მას პასუხებს სთხოვდნენ, ათმაგად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“.
თავლები დათხარეს კი არა ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, დალეწილი აქვთ თავ-ყბა. გახარიას შეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო. მგონია, რომ მას უფრო ძლიერად შეეძლო ამ ტრიბუნის გამოყენება დღეს. ბევრი რამ უფრო მწვავედ ეთქვა, ბევრი რამ უკან შეებრუნებინა და არ მიეცა იმდენის უფლება, რამდენიც მისცეს იქ მსხდომებმა საკუთარ თავს“, – განაცხადა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს