ეკატერინე მიქაბაძემ ალმატიში სტატისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ალმატიში საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) ორგანიზებულ სტატისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული სესიები, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიები და იმსჯელეს სწრაფად განვითარებად ციფრულ ლანდშაფტში მონაცემების შეგროვებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
„სესიაზე, სახელწოდებით „მონაცემთა ეროვნული სტრატეგია: ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა და სტატისტიკურ მონაცემთა გაზიარების ქსელების შექმნა დიდი მონაცემების სამართავად“, ეკატერინე მიქაბაძემ მონაცემთა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მონაცემთა მართვისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას. ისაუბრა მონაცემთა ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით ღრუბლოვან, შიდა და ჰიბრიდულ გადაწყვეტებზე. განიხილა სტატისტიკის რეალურ დროში დამუშავების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს