არქივი30 მაისი, 2024, 07:22
„ეი, ფაშისტებოო! შვილებზე ლაპარაკს მოეშვით! დიახ, ჩვენი მოტანილია ეს თავისუფლება და ასე გამოყენების უფლებას არ მოგცემთ” – ნანა ლორთქიფანიძე
„ეი, ფაშისტებოო! შვილებზე ლაპარაკს მოეშვით! ყველამ თავის შვილს გასცეს პასუხი თავის სამზარეულოში!”, – წერს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„მართლა თავზე ხელი აიღეთ უკვე?!
ყველამ თავის შვილს უსმინოს და პასუხიც გასცეს! თავისუფლება!
დიახ, ჩვენი მოტანილია ეს თავისუფლება და ასე გამოყენების უფლებას არ მოგცემთ. ნუ უზრდელობთ და კარიდან რომ გაგდებთ ფანჯრიდან ნუ შემოდიხართ, ჩვენც ვიცით პასუხის გაცემა. ნუ დაკარგეთ საბოლოოდ სახე!”, – წერს ნანა ლორთქიფანიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.