ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ

პარიზში ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ. ცნობილია, რომ მათ გაფიცვის თარიღად 27 დეკემბერი საგანგებოდ აირჩიეს, რადგან კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელი, 100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა.
მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვის მონაწილეები ეიფელის კოშკის მართვის მოქმედ მეთოდებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ეიფელის კოშკს დღეს ბიზნესმოდელით მართავენ, რომელიც ზედმეტად ამბიციური და არასიცოცხლისუნარიანია.
მათივე მტკიცებით, აღნიშნული მოდელი დაფუძნებულია მომავალი დამთვალიერებლების არასწორად გათვლილ რაოდენობასა და ხარჯების არასწორ გათვლაზე.
მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ეიფელის კოშკის მომავალი წლის ბიუჯეტში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარიზის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვევა, რაც, პროფკავშირების თქმით, ვერ შესრულდება.
ცნობისთვის, 2022 წელს ეიფელის კოშკს 5,9 მილიონი ტურისტი ეწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.