„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ „შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

12-13 მარტს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.
ამავე ცნობით, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო დონის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროს 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა, განიხილეს აქტუალური საკითხები და გამოწვევები, რომლებიც მოიცავს გლობალურ და რეგიონულ ვაჭრობას, ლოგისტიკასა და ინვესტიციებს.
“გვიხარია, რომ წელს მეორედ ვმასპინძლობთ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების კონფერენციას საქართველოში. კონფერენციის მონაწილეებს დავათვალიერებინეთ და გავაცანით ფოთის პორტი, მისი შესაძლებლობები და როლი ჩვენს რეგიონში. დამსწრეები დაინტერესდნენ შუა დერეფნის შესაძლებლობებით, განვიხილეთ სატრანსპორტო კორიდორი და ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტები. ფოთი მთავარი კარიბჭეა ცენტრალურ აზიასა და კავკასიას შორის, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ”, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება