ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეიალ ზამირი - „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება - ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა

ეიალ ზამირი - „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება - ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება , - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედებების მიუხედავად, მთავარ სამიზნედ ირანი რჩება.

„ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობით ვმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა, მე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გავეცი. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოქმედებისთვის მზად ვართ. ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა“, - განაცხადა ზამირიმ.

ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის ხელმძღვანელი, ჰუსეინ მაკლედი დაიღუპა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.