ეთერ თურაძე – დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა იქნება პარტნიორებთან – ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, წარმოუდგენელი „მესიჯია“ ყველა ჟურნალისტისთვის, ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს

სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა იქნებოდა ჩვენს პარტნიორებთან, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს – მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს, – ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მედიამენეჯერების შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გრანტებს, რომლის მოპოვებაც, თურაძის თქმით, „ჭირს“.
დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებთან იქნებოდა, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს. მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს. იცით, რომ ის მიემგზავრება მიუნხენის კონფერენციაზე. გაგვიზიარა ვის შეხვდება და რაზე ისაუბრებს. უნდოდა, ამისთვის ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. შესაბამისად, ჩვენ მას ძალიან ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ ამერიკული გრანტები თითქმის შეწყდა და გრანტის მიმღები ორგანიზაციები ძალიან ცუდ დღეში არიან.
ასევე, ტელევიზიების შემთხვევაში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი ცუდ დღეში არიან. გრანტის მოძიება ჭირს. ასევე, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება შიგნით გაერთიანება, რათა ნაკლები რესურსებით შევძლოთ ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ახალ კანონპროექტებზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გადაწყვეტილი, რომ მიიღოს. თუ მიიღებენ, ეს ძალიან შეზღუდავს მედიას . ამ მხრივ ასევე, საერთაშორისო საზოგადოების დახმარება გვჭირდება. ზოგადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი, როგორც ჟურნალისტების სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ვართ სამიზნეები და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც ადამიანებს თავს დაესხნენ და ალბათ, ბედისწერა იყო, რომ ჟურნალისტები გადარჩნენ. ეს საშინელი კადრები ყველამ ვიცით. ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი “მესიჯი” ჩვენთვის, ყველა ჟურნალისტისთვის. ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან ღირებულ ინფორმაციას შეაგროვებს ჩვენს პარტნიორებთან ჩასატანად“,- განაცხადა თურაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა