ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და კიდევ ერთი მონაწილე გახდა ცნობილი - ხორვატია.
B და I ჯგუფებში ყველაფერი გარკვეული იყო, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და შვეიცარიას უკვე მოპოვებული ჰქონდათ ევროპირველობის საგზური, აგრეთვე D ჯგუფში თურქეთს, სადაც მომავალი ტურნირის საგზურის ერთი მფლობელი უნდა გამოვლენილიყო, რომლისთვისაც ხორვატია და უელსი იბრძოდნენ.
ხორვატიამ საკუთარ მოედნზე 1:0 მოუგო სომხეთს და მეორე ადგილით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. უელსისა და თურქეთის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და უელსი ჯგუფში ჩარჩა.
გაირკვა ევროპირველობის 24-დან 21 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია,
ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვეიცარია, სერბეთი, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი და ხორვატია.
ხორვატია - სომხეთი 1:0
გოლი: ბუდიმირი (43)
უელსი - თურქეთი 1:1
გოლები: 1:0 ვილიამსი (7), 1:1 იაზიჯი (70, პენ)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.