ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში 6 ესპანელი მოხვდა

უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა ევრო 2024-ის შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
რჩეულთა შორის მოხვდა ევროპის ახალი ჩემპიონის ესპანეთის ნაკრების ექვსი წარმომადგენელი, აგრეთვე ორი ფრანგი და თითო ფეხბურთელი ინგლისიდან, გერმანიდან და შვეიცარიიდან.
ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – მაიკ მენიანი (საფრანგეთი);
მცველები – მარკ კუკურელია (ესპანეთი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), კაილ უოკერი (ინგლისი);
ნახევარმცველები – ფაბიან რუისი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), როდრი (ესპანეთი);
ფორვარდები – ლამინ იამალი (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო უილიანსი (ესპანეთი).
ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა 2:1 დაამარცხა ინგლისი და მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.