ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ 20:00 საათზე დაიწყება - სტადიონზე გულშემატკივრები იკრიბებიან

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ მატჩამდე ერთ საათზე ნაკლები დრო რჩება. გერმანიის
ქალაქ დორტმუნდში ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების საქომაგოდ იკრიბებიან.
მანამდე გულშემატკივარმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. სოციალურ ქსელში კი ვრცელდება კადრები, სადაც ქართველ და თურქ ქომაგებს შორის დაპირისპირება ჩანს.
გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.