ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი “გრანტების შესახებ” და სხვა რამდენიმე კანონში “ქართული ოცნების” მიერ ინციირებულ ცვლილებებს ეხმაურება, მისი სიტყვებით ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას.
„შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით, რომელთა მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს დააწესებს. ეს შეთავაზეები შეუსავბამოა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებთან, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება. ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავიანთი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, – აცხადებსა მაიკლ ო’ფლაერტი.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, განმარტავს, რომ ცვილებების მიზანია, სერიოზულად შეარყიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, რაც ო’ფლაერტის თანახმად, 2024 წლიდან დაიწყო.
“ეს ცვლილებები აძლიერებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების სერიას, რომლებმაც სერიოზულად შეარყიეს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. როგორც ცოტა ხნის წინ აღვნიშნე, ეს კანონები სერიოზულ კითხვებს ბადებს მათ თავსებადობასთან კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) 11(2) და 14-ე მუხლებში”
მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს“.
“მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლება, შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ შევიწროების, დაშინების ყველა ფორმა“, – წერს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი.
„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიზანიც, მისი განმარტებით, აქამდე მიღებული კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვაა – ქვეყნის „რევოლუციისგან დასაცავად“.
პარტიის მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 28 იანვარს უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
· მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
· ცვლილებები ითვალისწინებს „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაციას;
· პარტიის წევრობა ეკრძალებათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს
· სანქციები წესდება კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე“.
საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას სადავო პარლამამენტი მიმდინარე კვირაში იწყებს.




