„ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს
პლატფორმა - „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ სამძიმარს გამოხატავს თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო სარდლობის პილოტის კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს.
ამის შესახებ პლატფორმის - „ევროპულ-დემოკრატიული ერთობა“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საგამოძიებო უწყებებმა ყველა ღონისძიება უნდა გაატარონ ბოლნისში დატრიალებული ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით. პილოტი, რომელიც მართავდა სუ 25-ს იყო მაღალი კვალიფიკაციის მფრინავი. ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.