ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" - კობახიძემ ბიუროს სამოქმედო პროგრამა წარუდგინა

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარუდგინა.
ირაკლი კობახიძემ პირველ თებერვალს თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება, კერძოდ, ჯუანჯერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ.
კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.