„ევროპული საქართველო“ – რეპრესიების გამწვავების პარალელურად, რეჟიმმა შესაძლოა ქვეყნის მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს – პროტესტის მთავარ გზავნილად „არა რუსულ რეჟიმს“ უნდა იქცეს

საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე პროტესტისა და დასავლელი მოკავშირეების მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, ქვეყნის მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიაში აცხადებენ, „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსული კანონის მიღების შემდეგ, პროტესტის მთავარ გზავნილად „არა რუსულ რეჟიმს“ უნდა იქცეს“.
„საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე პროტესტისა და დასავლელი მოკავშირეების მკაცრი რეაქციის გათვალისწინებით, რეჟიმმა შესაძლოა რეპრესიების გამწვავების პარალელურად, ჩვენი მოკავშირეებისა და ოპოზიციური სპექტრის ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შეყვანა სცადოს.
მსგავსი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა აქტორებმა არ გაიმეორონ უახლეს წარსულში დაშვებული შეცდომები.
რუსული კანონის „გაკეთილშობილების“ შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გამოსავლად წარმოჩენა ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისე მოქალაქეთა ერთსულოვანი პროტესტის განწყობასა და სულისკვეთებას.
ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად საკვანძო მომენტში, მნიშვნელოვანია, პროცესის მონაწილე თითოეულმა ოპოზიციურმა აქტორმა გამოიჩინოს სიმტკიცე და პრინციპულობა და არ გადაუხვიოს იმ მოქალაქეთა მოთხოვნებსა და პოზიციებს, რომლებიც ერთ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყნის გარუსების მცდელობას.
რეჟიმის დაშოშმინების მიზნით, ცრუ-კომპრომისზე მოლაპარაკებებში შესვლა მხოლოდ დააჩქარებს რუსული ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას საქართველოში და ხელს შეუწყობს ამ კანონის ამოცანების საბოლოოდ გაფორმებას. არა რუსულ რეჟიმს“, – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან